ახალი ამბები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა უკრაინის ომი

პოდოლიაკი: კიევი ალყაშია და მზად არის ბრძოლისთვის

უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მრჩევლის, მიხაილო პოდოლიაკის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, რუსმა ოკუპანტებმა კიევი ალყაში მოაქციეს. ამის შესახებ პოდოლიაკი ტვიტერზე წერს და მაბობს, რომ დედაქალაქს თავდაცვის გეგმა შემუშავებული აქვს და მზად არის ბრძოლისთვის.

“კიევი ალყაშია. ქალაქი მზად არის ბრძოლისთვის. თავდაცვის გეგმა შემუშავებულია. მარაგები შევსებული”, – წერს პოდოლიაკი.

მისივე თქმით, უკრაინის პოლიტიკური ხელმძღვანელობა სრული შემადგენლობით დედაქალაქშია – “ქვეყნის პოლიტიკური ხელმძღვანელობა მთლიანი შემადგენლობით უკრაინის დედაქალაქში, სამუშაოა დგილებზეა”.

იტვირთბა....