ახალი ამბები მთავარი მსოფლიო საზოგადოება

Google უკრაინელებს საჰაერო თავდასხმების შესახებ წინასწარ გააფრთხილებს

უკრაინის მაცხოვრებლებს, რომლებიც Android-ის ტიპის ტელეფონების მომხმარებლები არიან, წინასწარ მიუვათ გაფთხილება მოსალოდნელი საჰაერო თავდასხმების შესახებ. სწრაფი შეტყობინების სისტემაში მათ კომპანია Google ჩართავს.

“სამწუხაროდ, ახლა უკრაინაში მილიონობით ადამიანი საჰაერო განგაშის სიგნალებზე არიან დამოკიდებული, რომ თავი გადაირჩინონ. უკრაინის ხელისუფლების თხოვნითა და დახმარებით, ჩვენ დავიწყეთ სწრაფი გაფრთხილების სისტემის ამოქმედება ანდროიდის ტელეფონების მომხმარებლებისთვის”, – აცხადებს “გუგლის” გლობალური ურთიერთობების მიმართულების პრეზიდენტი, კენტ უოკერი.

შეგახსენებთ, რუსეთი უკრაინაში 24 თებერვლის შემდეგ სრულმასშტაბიან ომს აწარმოებს.

იტვირთბა....