ახალი ამბები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა უკრაინის ომი ციტატა

ზელენსკი: ოკუპანტებს მიწის არც ერთ ნაგლეჯს, თავისუფლების არც ერთ პროცენტს არ დავუთმობთ

უკვე მე-16 დღეა, ჩვენი თავისუფლებისთვის ვიბრძვით. ეს ოთხჯერ უფრო ხანგრძლივი პერიოდია, ვიდრე მტერს შემოჭრის დროს ჰქონდა დაგეგმილი. ვიბრძვით იმ არმიის წინააღმდეგ, რომელიც მსოფლიოში ერთ-ერთ უძლიერასად მიაჩნდათ, რომელიც იმედოვნებდა, რომ უკრაინის ქუჩებში რუსულ დროშებს ყვავილებით შეეგებებოდნენ. ჩვენ გავათავისუფლებთ ჩვენს მიწას, რადგან უკვე მივაღწიეთ სტრატეგიულ გარდატეხას. უკრაინელები ამაყი ხალხია, რომლებიც ყოველთვის იცავენ იმას, რაც მათ ეკუთვნით. ოკუპანტებს ამ მიწის არც ერთ ნაგლეჯს, თავისუფლების არც ერთ პროცენტს არ დავუთმობთ

ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ დღევანდელ ვიდეომიმართვაში განაცხადა.

 

იტვირთბა....