ახალი ამბები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა უკრაინის ომი

პუტინი ჩერნობილის ატომურ ელექტროსადგურზე ტერაქტს ამზადებს – უკრაინის დაზვერვა

უკრაინის დაზვერვის სამსახურის ინფორმაციით, რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა ჩერნობილის ატომურ ელექტროსადგურზე ტერაქტის მოწყობის ბრძანება გასცა, რომ შემდეგ, მომხდარი უკრაინულ მხარეს დააბრალოს.

“იმისთვის, რომ იმიტაცია მოახდინონ, თითქოს ჩერნობილის ატომურ ელექტროსადგურზე კატასტროფის მოწყობაში ჩვენი ჯარისკაცები მონაწილეობდნენ, ოკუპანტები ყალბი “მტკიცებულებების” შექმნას ცდილობენ. კერძოდ, გოსტომელში, ანტონოვის აეროპორტის მახლობლად, შენიშნეს რუსული მხარის მაცივრიანი სატვირთო ავტომობილები, რომლებშიც დაღუპული უკრაინელი მებრძოლების ცხედრებს აგროვებენ. არსებობს იმის ალბათობა, რომ მათ ჩერნობილის ატომური ელექტროსადგურის ზონაში მოკლულებად გაასაღებენ”, – წერია დაზვერვის სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

მათივე ინფორმაციით, ახლა ჩერნობილის ატომურ ელექტროსადგურზე ყველა ობიექტი ელექტორნერგიის წყაროს გარეშეა დარჩენილი.

 

იტვირთბა....