ევროკავშირის სახელმწიფოების მეთაურებმა ევროკომისიას საქართველოსა და მოლდოვას ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ დასკვნების მომზადება დაავალეს. ამის შესახებ ვერსალის სამიტის შემდგომ გავრცელებულ ერთობლივ განცხადებაშია აღნიშნული.
“საბჭომ დაავალა ევროპის კომისიას, საქართველოს და მოლდოვას განაცხადების შესახებ მოსაზრებები მოამზადონ”, – ნათქვამია დოკუმენტში.
როგორც ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლმ მიშელმა განაცხადა, ევროკავშირის ლიდერები უკრაინის, საქართველოს და მოლდოვას ევროგაერთიანებაში მიღების საკითხს პარიზში, ლიდერების სამიტზე განიხილავენ.
“ჩვენ დღეს და ხვალ გვაქვს სტრატეგიული სამიტი, რადგან ჩვენი ამოცანაა, გადავწვიტოთ, რა კონკრეტულ გადაწყვეტილებას მივიღებთ, რომ ევროკავშირი იყოს უფრო მტკიცე და ნაკლებად დამოკიდებული რუსულ გაზზე. ჩვენ მივუახლოვდით ევროკავშირის გაფართოების პროცესის განხილვას, რადგან უკრაინამ მიიღო გადაწყვეტილება, ევროკავშირის წევრად მიღებაზე. ოფიციალური განაცხადის შეტანის შესახებ, იგივე გადაწყვეტილება მიიღეს საქართველომ და მოლდოვამ, რასაც განვიხილავთ”, – აცხადებს შარლს მიშელი.
შეგახსენებთ, ლიეტუვის პრეზიდენტმა გიტანას ნაუსედამ ცოტა ხნის წინ სოციალურ ქსელში დაწერა, რომ უკრაინის ევროინტეგრაციის პროცესი უკვე დაწყებულია და “ეს მხოლოდ დროის ამბავია”.