aviabiletebi
ახალი ამბები მსოფლიო უკრაინის ომი

კულება განმარტავს, რას ითხოვს რუსეთი ომის შეწყვეტის სანაცვლოდ

aviabiletebi
ავიაბილეთები

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი, დმიტრო კულება, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან, სერგეი ლავროვთან შეხვედრის შემდეგ, ოკუპანტის მთავარ მოთხოვნას ასახელებს.

როგორც კულება აღნიშნავს, სერგეი ლავროვმა განაცხადა, რომ რუსეთის მთავარი მოთხოვნა უკრაინის დანებებაა.

კულებამ მოლაპარაკების შემდეგ ასევე განაცხადა, რომ რუსეთი აპირებს გააგრძელოს აგრესია მანამ, სანამ უკრაინა არ დააკმაყოფილებს მის მოთხოვნებს.

დმიტრო კულებამ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ასეთი ვარიანტი უკრაინისთვის მიუღებელია.

ცნობისთვის, რუსმა ოკუპანტებმა მარიუპოლში საცხოვრებელი სახლები დაბომბეს, რასაც მშვიდობიანი მოსახლეობის მსხვერპლი მოჰყვა.

შეგახსენებთ, რომ გუშინ მარიუპოლში, რუსი ოკუპანტების მიერ სამშობიაროსა და ბავშვთა საავადმყოფოს დაბომბვის შედეგად, 17 ადამიანი დაშავდა.

გაეროს ცნობით, ომის დაწყებიდან უკრაინაში 516 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა, 908 კი დაშავდა.

ბოლო ინფორმაციით, უკრაინის არმიამ კიევთან კონტრშეტევისას 5 რუსული ტანკი გაანადგურა.

იტვირთბა....