aviabiletebi
ახალი ამბები მსოფლიო უკრაინის ომი

რუსმა ოკუპანტებმა მარიუპოლში საცხოვრებელი სახლები დაბომბეს – არის მსხვერპლი

aviabiletebi
ავიაბილეთები

რუსმა ოკუპანტებმა მარიუპოლში საცხოვრებელი სახლები დაბომბეს, – აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

“დაბომბვის გამო მარიუპოლში არ არის ელექტროენერგია, წყალი და გაზი. არ არის კომუნიკაცია. ოკუპანტები არ უშვებენ ჰუმანიტარულ კოლონებს ქალაქში და არ უშვებენ მშვიდობიანი მოქალაქეებს ჰუმანიტარულ დერეფნებში. მარიუპოლი ჰუმანიტარული კატასტროფის ზღვარზეა“, – ნათქვამია განცხადებაში.

ხალხი სასმელად წვიმის წყალს აგროვებს, ქუჩაში ცეცხლზე საჭმელს ამზადებენ და ეზოებში გარდაცვლილ მეზობლებს ასაფლავებენ.

„ვისაც დასამარხი არავინ ჰყავს, ქალაქის ქუჩებში იწვა მანამ, სანამ კომუნალური სამსახური არ წაიყვანს მათ დასამარხად მასობრივ საფლავებში. სახლების დიდი რაოდენობა დანგრეულია, ხალხი თავშესაფარს პოულობს ბომბის თავშესაფრებში და რელიგიურ შენობებში, მაგრამ მტერი მათაც ბომბავს“, – წერია ინფორმაციაში.

ცნობისთვის, დმიტრო კულებას განცხადებით, რუსეთ-უკრაინის დიპლომატებს შორის შეხვედრამ შედეგი არ გამოიღო და ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება არ შედგა.

შეგახსენებთ, რომ გუშინ მარიუპოლში, რუსი ოკუპანტების მიერ სამშობიაროსა და ბავშვთა საავადმყოფოს დაბომბვის შედეგად, 17 ადამიანი დაშავდა.

გაეროს ცნობით, ომის დაწყებიდან უკრაინაში 516 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა, 908 კი დაშავდა.

ბოლო ინფორმაციით, უკრაინის არმიამ კიევთან კონტრშეტევისას 5 რუსული ტანკი გაანადგურა.

 

იტვირთბა....