უკრაინის და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრებს შორის შეხვედრა დასრულდა. როგორც უკრაინის საგარეოს საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ შეხვედრის შემდეგ განაცხადა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის საკითხზე ვერ შათანხმდნენ.
“უკრაინის შეთავაზება იყო მარიუპოლიდან ჰუმანიტარული დერეფნის მოწყობა; ასევე, სულ მცირე ერთი დღით, ცეცხლის შეწყვეტა იმისთვის, რომ მოსახლეობის ჰუმანიტარული პრობლემები გადაგვეწყვიტა. რუსული მხარე ამაზე არ დაგვთანხმდა. მზად ვარ, გავაგრძელო მოლაპარაკებები”, – განაცხადა კულებამ შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე.