ახალი ამბები მსოფლიო უკრაინის ომი

რუსეთი უკრაინაში ომის გაყინვას შეეცდება – მედია

რუსეთი 7-10 დღეში უკრაინის ომის გაყინვას შეეცდება, – აღნიშნულის შესახებ  Bellingcat-ის გამომძიებელმა რეპორტიორმა ჰრისტო გროზევმა განაცხადა.

როგორც უკრაინული მედია ჟურნალისტზე დაყრდნობით წერს, ჯერჯერობით ომის დასასრულის პროგნოზირება საკმაოდ რთულია.

“ძალიან რთულია ომის დასასრულის პროგნოზირება, რადგან ეს არ იქნება ფრაგმენტული ნათქვამი – ამ დღეს ომი დასრულდება – ვშიშობ, რომ გაყინვის პერიოდში გაგვიჭირდება ვთქვათ, დასრულდა, თუ არ დასრულდა საერთოდ ეს კონფლიქტი. ამ დროისთვის ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ სისხლისღვრა აღარ იქნება.

ამ პერიოდს ნელნელა ვუახლოვდებით, ეს დაახლოებით ერთი კვირის საქმეა. რუსეთი აცნობიერებს, რომ მისი პოზიციები სუსტდება და მათთვის უფრო მომგებიანი იქნება გაყინონ ეს კონფლიქტი, თუმცა ომი დასრულებულად არ გამოაცხადონ. მათ წააგეს, მაგრამ ომს გაყინულ ეტაპზე დატოვებენ”, – აცხადებს ჟურნალისტი.

შეგახსენებთ, რომ გუშინ მარიუპოლში, რუსი ოკუპანტების მიერ სამშობიაროსა და ბავშვთა საავადმყოფოს დაბომბვის შედეგად, 17 ადამიანი დაშავდა.

იტვირთბა....