ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება

“დეპუტატები უკვე შიგნით ჰყავთ შეყვანილი პიჟამოებში და ჩუსტებში” – საბა ბუაძე

“ლელოს” წევრი საბა ბუაძე ამბობს, რომ “ოცნების” დეპუტატების ნაწილი ღამის გათევას პარლამენტში გეგმავენ და უკვე შენობაში არიან.

ოპოზიციის წევრის თქმით, მმართველი გუნდის წევრები “ღალატის მესამე მოსმენით” მიღებისთვის ემზადებიან.

მე ისიც ვიცი, რომ დეპუტატები უკვე შიგნით ჰყავთ შეყვანილი და პიჟამოებში და ჩუსტებში არიან და ჩუსტებით აპირებენ, რომ ღირსებით წავიდნენ ევროპისკენ. მაქვს ინფორმაცია, რომ ნაწილი დეპუტატები არის შიგნით გამაგრებული კბილის ჯაგრისებით და მეორე დღეს ჩასაცმელი კოსტუმებით, იმიტომ, რომ მეორე დღეს უნდა გამოიპრანჭონ ღალატის მესამე მოსმენისთვის. ასე ღირსებით გააგრძელონ სიარული კრემლისკენ, იმიტომ, რომ ზუსტად მანდ არის მათი ადგილი, – ამბობს საბა ბუაძე.

იტვირთბა....