ახალი ამბები მსოფლიო უკრაინის ომი

ზელენსკი: რუს ოკუპანტებს თავისივე იარაღით დავამარცხებთ

რუს ოკუპანტებს თავისივე იარაღით დავამარცხებთ, – აღნიშნულის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმერ ზელენსკიმ ვიდეომიმართვაში განაცხადა.

მისივე თქმით, უკრაინელმა სამხედროებმა საბრძოლო არსენალი ბრძოლის ველზე დატოვებული რუსული იარაღით შეავსეს.

„ჩვენმა სამხედროებმა, შეძლეს ჩვენი აღჭურვილობის არსენალის შევსება ბრძოლის ველზე მიღებული მრავალი საბრძოლო მასალით. მტრის ტანკები, ჯავშანტექნიკა, საბრძოლო მასალა ახლა იმუშავებს ჩვენი თავდაცვისთვის, ჩვენი სიცოცხლისთვის, ჩვენი ქვეყნისთვის. რა უნდა იყოს უფრო დამამცირებელი დამპყრობლებისთვის?”, – განაცხადა ზელენსკიმ.

უკრაინის გენერალური შტაბი ოკუპანტების დანაკარგების შესახებ ახალ ინფორმაციას ავრცელებს, რომლის მიხედვით, დაიღუპა 12 000-ზე მეტი რუსი ჯარისკაცი, განადგურდა 300-ზე მეტი ტანკი.

ცნობისთვის, პენტაგონი პოლონეთის მხრიდან უკრაინისთვის MiG-29 თვითმფრინავების გადაცემას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ეს ძნელად მისაღწევი იქნება.

იტვირთბა....