ახალი ამბები მსოფლიო უკრაინის ომი

რუსო ჯარისკაცებო, ჯერ კიდევ გაქვთ გადარჩენის შანსი…აქ სიკვდილის გარდა არაფერი გელოდებათ – ზელენსკი

[su_quote]რუსო ჯარისკაცებო! თქვენ ჯერ კიდევ გაქვთ გადარჩენის შანსი.

ჩვენი წინააღმდეგობის თითქმის ორმა კვირამ აჩვენა, რომ ჩვენ არ დავთმობთ, ჩვენ ვიბრძოლებთ მანამ, სანამ არ დავიბრუნებთ ჩვენს მიწას და დაღუპული ხალხისა და მოკლული ბავშვებისთვის პასუხს არ მოვითხოვთ.

თქვენ კვლავ შეგიძლიათ გადარჩენა, თუ უბრალოდ წახვალთ.

არ დაუჯეროთ თქვენს მეთაურებს, როცა გეუბნებიან, რომ უკრაინაში ჯერ კიდევ გაქვთ შანსი.

ტყვეობისა და სიკვდილის გარდა აქ არაფერი გელოდებათ. ჩვენს მოქალაქეებს თქვენი სიცოცხლის სანაცვლოდ ხოცავთ.

ჩვენ უნდა დავასრულოთ ეს ომი, ჩვენ უნდა დავბრუნდეთ ცივილიზებულ სამყაროში. დატოვეთ ჩვენი სახლები და თქვენსაში დაბრუნდით.[/su_quote]

 

აღნიშნულის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმერ ზელენსკიმ დღეს გავრცელებულ ვიდეომიმართვაში განაცხადა.

უკრაინის გენერალური შტაბი ოკუპანტების დანაკარგების შესახებ ახალ ინფორმაციას ავრცელებს, რომლის მიხედვით, დაიღუპა 12 000-ზე მეტი რუსი ჯარისკაცი, განადგურდა 300-ზე მეტი ტანკი.

ცნობისთვის, პენტაგონი პოლონეთის მხრიდან უკრაინისთვის MiG-29 თვითმფრინავების გადაცემას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ეს ძნელად მისაღწევი იქნება.

იტვირთბა....