ახალი ამბები მსოფლიო უკრაინის ომი

ბრიტანეთის საჰაერო სივრცეში რუსეთის თვითმფრინავით ფრენა სისხლის სამართლის დანაშაული იქნება

ბრიტანეთის საჰაერო სივრცეში რუსეთის თვითმფრინავით ფრენა სისხლის სამართლის დანაშაული იქნება, – აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს.

მისივე ცნობით, ბრიტანეთის საჰაერო სივრცე რუსული ავიაკომპანიებისთვის უკვე ჩაკეტილია.

“ახალი სანქციის სამიზნე მდიდარი რუსების კერძო თვითმფრინავებია. დიდი ბრიტანეთის მთავრობის თქმით, ეს სანქცია კრემლთან დაახლოებულ პირებს შეეხება”, – ნათქვამია ინფორმაციაში.

უკრაინის გენერალური შტაბი ოკუპანტების დანაკარგების შესახებ ახალ ინფორმაციას ავრცელებს, რომლის მიხედვით, დაიღუპა 12 000-ზე მეტი რუსი ჯარისკაცი, განადგურდა 300-ზე მეტი ტანკი.

ცნობისთვის, პენტაგონი პოლონეთის მხრიდან უკრაინისთვის MiG-29 თვითმფრინავების გადაცემას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ეს ძნელად მისაღწევი იქნება.

 

იტვირთბა....