aviabiletebi
ახალი ამბები მსოფლიო უკრაინის ომი

“მინდა მივმართო ქართველებს…არავის არაფერი დაავიწყდება” – მამუკა მამულაშვილი

aviabiletebi
ავიაბილეთები

უკრაინაში ქართული ლეგიონის მეთაური მამუკა მამულაშვილი “მეტრონომთან” საუბრისას ქართველ ხალხს მიმართავს და მეგობარი ქვეყნის დახმარებისკენ მოუწოდებს.

მისი თქმით, მთავრობის საქციელი ძალიან დიდი სირცხვილია, რომლის შედეგებსაც მომავალში აუცილებლად ვნახავთ და უკვალოდ არაფერი არ იკარგება.

“მინდა მივმართო ქართველებს, ვისაც თავისუფლებაზე და დემოკრატიაზე გული შესტკივა უკრაინას აუცილებლად დაეხმარეთ, რადგან უკრაინა ერთადერთი ქვეყანა იყო, რომელიც დაგვეხმარა ყოველგვარი პოლიტიკის გარეშე. გამოაგზავნეს თავიანთი მოხალისეები, ვისაც სურვილი აქვს შეუძლია შემოგვიერთდეს და დაიცვას საქართველო უკრაინაში. დღეს ყველა აკვირდება როგორ შეძლებს საქართველო საკუთარი მეგობარი ქვეყნის დაცვას. ნუ გგონიათ, რომ ვინმე რამეს ვერ ხედავს, ან დაავიწყდება. მთავრობის საქციელი ძალიან დიდი სირცხვილია, რომლის შედეგებსაც მომავალში აუცილებლად ვნახავთ. უკვალოდ არაფერი არ იკარგება”, – განაცხადა მამულაშვილმა.

უკრაინის გენერალური შტაბი ოკუპანტების დანაკარგების შესახებ ახალ ინფორმაციას ავრცელებს, რომლის მიხედვით, დაიღუპა 12 000-ზე მეტი რუსი ჯარისკაცი, განადგურდა 300-ზე მეტი ტანკი.

იტვირთბა....