ამერიკა რუსულ ნავთობსა და გაზს აღარ შეიძენს, – ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა რამდენიმე წუთის წინ, საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა.
მისი თქმით, პუტინზე წნეხი უნდა გაძლიერდეს.
თავისთავად, აშშ უფრო მეტ ნავთობს აწარმოებს, ვიდრე სხვა ევროპული ქვეყნები, ერთად აღებული. ჩვენ შეგვიძლია, ეს ნაბიჯი გადავდგათ, როდესაც სხვა ქვეყნებს არ აქვთ ამის საშუალება, მაგრამ ვმუშაობთ ჩვენს პარტნიორებთან გრძელვადიან სტრატეგიაზე, რათა შევამციროთ მათი დამოკიდებულება რუსულ ბუნებრივ აირზე. ჩვენ ვრჩებით ერთიანები ჩვენს გადაწყვეტილებაში, რომ გავაგრძელოთ წნეხი პუპიტზე“, – განაცხადა ჯო ბაიდენმა.