სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე შვეიცარიაში მიემგზავრება. პატრიარქი შამბეზში (შვეიცარია), კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს მართლმადიდებლურ ცენტრში, ადგილობრივი ეკლესიების მეთაურთა და წარმომადგენელთა შეხვდერას დაესწრება. კრება ერთ კვირას გასტანს და 28 იანვარს დასრულდება.
კრებაზე განხილული იქნება საერთო მართლმადიდებლური კრების მოწვევასთან დაკავშირებული საკითხები.
აღნიშნულ შეკრებაში მონაწილეობას იღებს საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესიის დელეგაცია შემდეგი შემადგენლობით: სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი ილია II, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ქორეპისკოპოსი ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის მიტროპოლიტი თეოდორე (ჭუაძე), საქართველოს საპატრიარქოს საგარეო ურთიერთობის განყოფილების თავმჯდომარე ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტი გერასიმე (შარაშენიძე), გორისა და ატენის მიტროპოლიტი ანდრია (გვაზავა) და პროტოპრესვიტერი გიორგი ზვიადაძე.