ახალი ამბები უკრაინის ომი

მეუფე ნიკოლოზი: ომში ერთ მხარეს ვერ დავიჭერთ…ვლოცულობთ მშვიდობისთვის

საპატრიარქოს მხრიდან ვერასოდეს ვერ გაკეთდება ვერანაირი მხარდამჭერი განცხადება… პატრიარქმა გუშინ იქადაგა, რომ ვლოცულობთ მშვიდობისთვის… ომში ორი მხარეა…ჩვენ ერთ მხარეს ვერ დავიჭერთ.

 

აღნიშნულის შესახებ, კუმურდოს მიტროპოლიტმა, მეუფე ნიკოლოზმა განაცხადა.

შეგახსენებთ, რომ უკრაინა-რუსეთის მოლაპარაკებების მესამე რაუნდი დღეს შედგება – დელეგაციები ბელარუსში ჩავიდნენ.

ცნობისთვის, რუსეთი აცხადებს, რომ ცეცხლს შეწყვეტს, რათა მშვიდობიანმა მოქალაქეებმა ევაკუაცია შეძლონ.

“ბიბისი” იუწყება, რომ რუსების მიერ გახსნილი დერეფნები, ხალხს ბელარუსში და რუსეთში უშვებს.

ბოლო მონაცემებით, უკრაინელმა სამხედროებმა ოდესასთან ახლოს, რუსული გემი ჩაძირეს.

იტვირთბა....