ახალი ამბები მსოფლიო უკრაინის ომი

დმიტრო კულება და სერგეი ლავროვი 10 მარტს ერთმანეთს შეხვდებიან

უკრაინა-რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრები, დმიტრო კულება და სერგეი ლავროვი 10 მარტს ანტალიაში, ერთმანეთს შეხვდებიან, – აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას “როიტერსი” ავრცელებს.

შეხვედრაშის მონაწილეობას მიიღებს თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი მევლუთ ჩავუშოღლუც. შეხვედრა თურქეთში გაიმართება.

უკრაინა-რუსეთის მოლაპარაკებების მესამე რაუნდი დღეს შედგება – დელეგაციები ბელარუსში ჩავიდნენ.

ცნობისთვის, რუსეთი აცხადებს, რომ ცეცხლს შეწყვეტს, რათა მშვიდობიანმა მოქალაქეებმა ევაკუაცია შეძლონ.

“ბიბისი” იუწყება, რომ რუსების მიერ გახსნილი დერეფნები, ხალხს ბელარუსში და რუსეთში უშვებს.

ბოლო მონაცემებით, უკრაინელმა სამხედროებმა ოდესასთან ახლოს, რუსული გემი ჩაძირეს.

 

იტვირთბა....