ახალი ამბები მსოფლიო უკრაინის ომი

როგორც ჩანს ჩვენი მეგობრებისთვის სასიამოვნოა იმის ყურება, როგორ ნადგურდება უკრაინა – პოდოლიაკი

როგორც ჩანს ჩვენი მეგობრებისთვის სასიამოვნოა იმის ყურება, თუ როგორ ნადგურდება უკრაინა, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელი მიხაილ პოდოლიაკი „ტვიტერის“ გვერდზე წერს.

პოდოლიაკის თქმით, მიუხედავად ყველაფრისა, მათი „ქალაქები, მომაკვდავი, მაინც იბრძვიან“.

“როგორც ჩანს, ჩვენი მეგობრებისთვის სასიამოვნოა, რომ ისხდნენ მყუდრო კაფეში, პარიზში, ბერლინში, ნიუ-იორკსა და ბუდაპეშტში, ნელ-ნელა სვამენ ყავას კრუასანთან ერთად და უყურებენ უკრაინის ქალაქების ფოტოებს, რომლებიც სწორედ იმ მომენტში ნადგურდება, მაგრამ ჩვენი ქალაქები, მომაკვდავი, კვლავ იბრძვიან“, – წერს პოდოლიაკი.

ცნობისთვის, რუსეთი აცხადებს, რომ ცეცხლს შეწყვეტს, რათა მშვიდობიანმა მოქალაქეებმა ევაკუაცია შეძლონ.

“ბიბისი” იუწყება, რომ რუსების მიერ გახსნილი დერეფნები, ხალხს ბელარუსში და რუსეთში უშვებს.

იტვირთბა....