ახალი ამბები მსოფლიო უკრაინის ომი

რუსეთის მოქალაქეებო, თუ გაჩუმდებით მომავალში თქვენს ნაცვლად მხოლოდ სიღარიბე ისაუბრებს – ზელენსკი

ახლა თუ გაჩუმდებით, მომავალში თქვენს ნაცვლად მხოლოდ სიღარიბე ისაუბრებს, – ასე მიმართა, უკრაინის პრეზიდენტმა, ვლადიმერ ზელენსკიმ რუსეთის მოქალაქეებს.

მისივე თქმით, გაჩუმება არ შეიძლება, რადგან ეს არის ბრძოლა თავისუფლებისთვის.

“ახლა, ამ დღეებში, ამ საათებში რუსეთის მოქალაქეები აკეთებენ არჩევანს სიცოცხლესა და მონობას შორის. დღეს, ხვალ, უახლოესი კვირა არის დრო, როდესაც ბოროტების დამარცხება აუნაზღაურებელი დანაკარგის გარეშე შეიძლება…

რუსეთის მოქალაქეებო, თქვენთვის ეს ბრძოლა არამხოლოდ უკრაინის მშვიდობისთვის არის, არამედ ეს არის ბრძოლა თქვენი ქვეყნისთვის და ყველაფერი კარგისთვის, რაც მასში იყო – თავისუფლებისთვის, რომელსაც ხედავდით და შემოსავლისთვის, რომელსაც გრძნობდით. თუკი ახლა გაჩუმდებით, მომავალში თქვენ ნაცვლად მხოლოდ სიღარიბე ისაუბრებს, პასუხს კი რეპრესიები გასცემს. არ გაჩუმდეთ!”, –  აცხადებს ზელენსკი.

იტვირთბა....