[su_quote]უკრაინის სამხედრო ინფრასტრუქტურის განადგურება თითქმის დასრულებულია. პირველი, რაც გავაკეთეთ, გავანადგურეთ სამხედრო ინფრასტრუქტურა. მთლიანად არა, მაგრამ ნაწილობრივ. იარაღის საწყობები, საბრძოლო მასალები, ავიაცია, საჰაერო თავდაცვის სისტემები – მათი აღმოფხვრა გარკვეულ დროს მოითხოვდა, საჭიროა მათი გახსნა, შემდეგ დარტყმის განხორციელება. ეს საქმე, პრაქტიკულად დასრულებულია[/su_quote]
ამის შესახებ, რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა რუსული ჯარების მიერ უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის მეათე დღეს, პრესკონფერენციაზე განაცხადა.
აღსანიშნავია, რომ უკრაინული მხარის ინფორმაციით, 24 თებერვლიდან 5 მარტის ჩათვლით, უკრაინაში განხორციელებულ საბრძოლო მოქმედებებს 10 000-ზე მეტი რუსი სამხედრო შეეწირა. ამასთან, უკრაინის უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ცნობებით, ოკუპანტმა 269 ტანკი, 945 ბრონირებული საბრძოლო მანქანა, 105 საარტილერიო სისტემა, 50 ერთეული მრავალჯერადი სარაკეტო სისტემა, 19 საჰაერო თავდაცვითი სისტემა, დაუზუსტებელი ინფორმაციით, 39 თვითმფრინავი და 40 ერთეული ვერტმფრენი, 409 საავტომობილო ტექნიკა და სხვა საბრძოლო საშუალებები დაკარგა.