[su_quote]კობახიძის ბოლო განცხადებები რუსების დისკრიმინაციასთან დაკავშირებით არის წმინდა წყლის პროვოკაცია და რუსეთის შესაძლო ინტერვენციისთვის საფუძვლის მომზადება.
იქ უკვე აიტაცეს მისი გამოსვლა და სერიოზული საინფორმაციო კამპანია დაიწყეს.
სუსი, არ გაინტერესებს, ამას ირაკლი სიბრიყვით აკეთებს, თუ უარესად გვაქვს საქმე?![/su_quote]
ასე ეხმაურება ექსპერტი გია ხუხაშვილი სოციალურ ქსელში “ქართული ოცნების” თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის გუშინდელ განცხადებას, იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველოში ჩამოსვლის მსურველ რუსეთის მოქალაქეებს ჩვენს ქვეყანაში დისკრიმინაციულ დათქმებს უწესებენ.