[Elite_video_player id=”1″ youtubevideos=’WEcnd2n5lPw’]
ხერსონში, რომელიც რუს სამხედროებს ალყაში ჰყავთ მოქცეული, მასშტაბური საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. ოკუპანტების წინააღმდეგ ქალაქის ქუჩებში ასობით ადამიანია გამოსული. ადგილობრივი მოსახლეობა, უკრაინის დროშებითა და პატრიოტული ლოზუნგებით მტრის გაძევებას უიარაღოდ ცდილობს. უკრაინული მედიის ცნობით, მათ რუს სამხედროებს ქალაქის ცენტრი დატოვებინეს.
როგორც УП წერს, ოკუპანტებს შეკრების ბლოკირების მიზნით ხერსონის სამხარეო ადმინისტრაციის მიმდებარედ ცოცხალი ძალის 70-კაციანი შემადგენლობა მიჰყავთ. ვრცელდება ინფორმაცია, რომ ჯარისკაცები ხალხს იარაღით ემუქრებიან.
“დამატებითი ძალები უკრაინელი სამართალდამცავების მსგავსად, შავ ფორმებში იქნებიან შემოსილი. ისინი პნევმატური იარაღით და გაზის ბალონებით იქნებიან აღჭურვილი”, – წერს გამოცემა UNIAN.
სოციალურ ქსელებში ვრცელდება კადრები, რომლებშიც ისმის, როგორ სკანდილებენ აქციის მონაწილეები სიტყვებს – “დიდება უკრაინას”.