რუსმა ოკუპანტებმა სუმის ოლქის ქალაქი ტროსტიანეცი აიღეს. ამის შესახებ ინფორმაციას სუმის რეგიონული სახელმწიფო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, დმიტრი ჟივიცკი ავრცელებს.
მისი თქმით, ამ მომენტისთვის, რუსი ოკუპანტები ქალაქის სასწრაფო დახმარების სადგურს აკონტროლებენ.
“ისინი მედიკოსებს გამოძახებებზე გასვლის საშუალებას არ აძლევენ, გარდა ბავშვებთან დაკავშირებული ექსტრემალური შემთხვევებისა. მედიკოსები გააფრთხილეს, რომ ესვრიან, თუ მათგან დამოუკიდებლად გავლენ გამოძახებებზე. სასწრაფოებს სხვა დასახლებული პუნქტებიდან კი ქალაქში არ უშვებენ”, – წერს ჟივიცკი.
მისივე თქმით, ადგილობრივებს არ ეძლევათ პროდუქტებია შეძენის საშუალება.
“ყველა მაღაზია გაძარცვულია, ქალაქში სულ ჩხრეკა მიმდინარეობს და სნაიპერები მუშაობენ. არ არის ქალაქში შეღწევის საშუალება, რომ იქ მაცხოვრებლებს დავეხმაროთ”, – აღნიშნავს ის.