უკრაინის საგანგებო სიტუაციების სამსახურის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის სასწავლო-საწვრთნელ შენობაში გაჩენილი ხანძარის ლოკალიზება მოხერხდა.
რუსი სამხედროების წინააღმდეგობის მიუხედავად, ადგილზე შეღწევა 40-მდე მეხანძრემ საბოლოოდ მაინც შეძლო. ადგილზე 10 ერთეული ტექნიკა მუშაობს.
შეგახსენებთ, ხანძარი რუსი ოკუპანტების მიერ, ატომური ელექტროსადგურის დაბომბვამ გამოიწვია. ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს (IAEA) ცნობით, ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურზე რადიაციის დონის ცვლილება არ დაფიქსირებულა.