.
ვავრცელებთ უმრავლესობის დეპუტატის, თამაზ მეჭიაურის მიერ აქციის ერთ-ერთ მონაწილეზე ხელის დარტყმის ამსახველ ვიდეოს.
დღევანდელ აქციაზე, რომელზეც საზოგადოება და რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაცია პარლამენტის მიერ მარჯვენასაჭიანი მანქანების აკრძალვის შესახებ კანონპორექტის მიღებას აპროტესტებდნენ, ინციდენტი მოხდა. აქციაზე შეკრებილებმა პარლამენტის საფინანსო საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის, თამაზ მეჭიაურის გამოჩენისას სტვენა დაიწყეს. როდესაც ის პარლამენტის უკანა შესასვლელთან შეკრებილ აქციის მონაწილეებს შორის გადიოდა, ერთ-ერთ მონაწილეს გაარტყა და შემდეგ პარლამენტში შევიდა. მოგვიანებით, დაზარალებულის ვინაობა ცნობილი გახდა, ის აქციის ერთ-ერთი მონაწილე არტურ არუთინოვია.
როგორც „მეტრონომს“ ამ ინციდენტის თვითმხილველმა გაგა თუთარაშვილმა განუცხადა, იმ დროს, როდესაც მეჭიაურმა აქციის მონაწილეს ხელი გაარტყა, ის ახლოს იმყოფებოდა და ეს ყველაფერი ნათლად დაინახა.
„პარლამენტის უკანა მხარეს, როდესაც მეჭიაური გამოჩნდა, აქციის მონაწილეებმა პროტესტის გამოსახატად სასტვენებით სტვენა დაიწყეს. სწორედ ამ დროს, როდესაც მასთან ახლოს მდომმა ერთ-ერთმა პიროვნებამ სტვენა დაიწყო, მეჭიაური მიუტრიალდა და სახეში ჩაარტყა. შემდგომ ის შევიდა პარლამენტში და სიტუაცია განიმუხტა“ – აღნიშნა თვითმხილველმა გაგა თუთარაშვილი.