ბელარუსში, ბრესტის ტერიტორიაზე რუსეთ-უკრაინას შორის მოლაპარაკებების მეორე რაუნდი დაიწყო. შეხვედრამდე მხარეებმა ერთმანეთს ხელი ჩამოართვეს.
უკრაინის დელეგაციის შემადგენლობაში შედიან:
ფრაქცია „ხალხის მსახურის“ თავმჯდომარე დავით არახამია, უკრაინის თავდაცვის მინისტრი ოლექსი რეზნიკოვი, უკრაინის პრეზიდენტის აპარატის უფროსის მრჩეველი მიხაილო პოდოლიაკი, უკრაინის დელეგაციის წარმომადგენელი TCG-ში ანდრეი კოსტინი, დეპუტატი რუსტემ უმეროვი და უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, მიკოლა ტოჩიცკი.
რაც შეეხება რუსულ მხარეს, დელეგაციის წევრები არიან რუსეთის ელჩი ბელარუსში ბორის გრიზლოვი, დეპუტატი ლეონიდ სლუცკი, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ანდრეი რუდენკო, რუსეთის თავდაცვის მინისტრის მოადგილე ალექსანდრ ფომინი.