aviabiletebi
ახალი ამბები მსოფლიო უკრაინის ომი

უკრაინის დელეგაცია რუსეთთან მოლაპარაკებებზე გაემგზავრა

aviabiletebi
ავიაბილეთები

უკრაინის დელეგაცია, რომელშიც შედიან პარლამენტარები, ოფიციალური პირები და პრეზიდენტის აპარატის წარმომადგენლები, რუსეთის ფედერაციასთან მოლაპარაკებებზე გაემგზავრა. 

შესაბამისი ფოტო OPU-ს თავმჯდომარის მრჩეველმა მიხაილ პოდოლიაკმა გამოაქვეყნა.

“მოლაპარაკებები რუსეთის ფედერაციასთან. უკვე ვერტმფრენებში…”, დაწერა მან.

პრეზიდენტის აპარატის პრესსამსახურის ცნობით, დელეგაციის შემადგენლობაში შედიან:

ფრაქცია „ხალხის მსახურის“ თავმჯდომარე დავით არახამია, უკრაინის თავდაცვის მინისტრი ოლექსი რეზნიკოვი, უკრაინის პრეზიდენტის აპარატის უფროსის მრჩეველი მიხაილო პოდოლიაკი, უკრაინის დელეგაციის წარმომადგენელი TCG-ში ანდრეი კოსტინი, დეპუტატი რუსტემ უმეროვი და უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, მიკოლა ტოჩიცკი.

რაც შეეხება რუსულ მხარეს, დელეგაციის წევრები არიან რუსეთის ელჩი ბელარუსში ბორის გრიზლოვი, დეპუტატი ლეონიდ სლუცკი, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ანდრეი რუდენკო, რუსეთის თავდაცვის მინისტრის მოადგილე ალექსანდრ ფომინი.

 

იტვირთბა....