aviabiletebi
ახალი ამბები მსოფლიო უკრაინის ომი

რა უნდოდა ომში?…25 თებერვალს დაბადების დღე ჰქონდა – დაღუპული რუსი სამხედროს დედა

aviabiletebi
ავიაბილეთები

რა უნდოდა ომში?…25 თებერვალს დაბადების დღე ჰქონდა, – აღნიშნულის შესახებ საოკუპაციო ძალების გარდაცვლილი რიგითი ჯარისკაცის, მაქსიმ ხანიგოვის დედამ განაცხადა.

მისივე თქმით, მის შვილს იარაღი მხოლოდ ორჯერ, ფოტოს გადასაღებად ეჭირა ხელში.

“საშინელებაა ყველანი შოკში არიან, მეგობრები მოდიან, არავის სჯერა, რომ დაიღუპა. ყველა ამბობს, რომ ძლიერი ბიჭი იყო და არ სჯერათ მისი სიკვდილის. 25 თებერვალს დაბადების დღე ჰქონდა და ვიფიქრე იქნებ იყოს  კავშირი მეთქი. დღის ორ საათზე სამხედრო ნაწილის უფროსმა დამირეკა და მითხრა თქვენი შვილი საომარი მოქმედებების დროს დაიღუპაო. მხოლოდ ორჯერ ეჭირა ავტომატი, ფოტოს იღებდა, რა უნდოდა ომში? “, – აცხადებს გარდაცვლილი სამხედროს დედა.

25 თებერვალს დედამ შვილს დაბადების დღის მისალოცად დაურეკა. რამდენიმე საათში სამხედრო კომისრისგან გაიგო, რომ მაქსიმ ხანიგოვი დაიღუპა.

ცნობისთვის, რუსი დედები საკუთარ შვილებს, ცხედრების გარეშე გლოვობენ, რადგან რუსეთის თავდაცვის სამინისტრო, გარდაცვლილი ჯარისკაცების გადასვენებაზე უარს ამბობს.

იტვირთბა....