aviabiletebi
ახალი ამბები მსოფლიო უკრაინის ომი

რუსეთ-უკრაინის მოლაპარაკებების მეორე რაუნდი ბელარუსში გაიმართება

aviabiletebi
ავიაბილეთები

უკრაინული მედიის ცნობით, რუსეთ-უკრაინას შორის მოლაპარაკებები ბელარუსში, ბრესტში გაიმართება.

როგორც ცნობილია, შეხვედრა კიევის დროით 14:00 საათზე (თბილისის დროით 16:00) გაიმართება.

რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის თანაშემწემ ვლადიმერ მედინსკიმ განაცხადა, რომ უკრაინასთან მოლაპარაკებებში „რუსული წინადადებების“ ბლოკი შედგება სამხედრო-ტექნიკური, ჰუმანიტარულ-საერთაშორისო და პოლიტიკური ნაწილებისგან.

პრეზიდენტის აპარატის პრესსამსახურის ცნობით, დელეგაციის შემადგენლობაში შედიან:

ფრაქცია „ხალხის მსახურის“ თავმჯდომარე დავით არახამია, უკრაინის თავდაცვის მინისტრი ოლექსი რეზნიკოვი, უკრაინის პრეზიდენტის აპარატის უფროსის მრჩეველი მიხაილო პოდოლიაკი, უკრაინის დელეგაციის წარმომადგენელი TCG-ში ანდრეი კოსტინი, დეპუტატი რუსტემ უმეროვი და უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, მიკოლა ტოჩიცკი.

რაც შეეხება რუსულ მხარეს, დელეგაციის წევრები არიან რუსეთის ელჩი ბელარუსში ბორის გრიზლოვი, დეპუტატი ლეონიდ სლუცკი, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ანდრეი რუდენკო, რუსეთის თავდაცვის მინისტრის მოადგილე ალექსანდრ ფომინი.

 

 

იტვირთბა....