aviabiletebi
ახალი ამბები მსოფლიო უკრაინის ომი

3 ჰოლოდომორი, ჰოლოკოსტი და ჩერნობილის აფეთქება გადავლახეთ..დღემდე მედგრად ვდგავართ – ზელენსკი

უკრაინა ყოველდღიურად იღებს პარტნიორების მიერ გამოგზავნილ სამხედრო დახმარებებს, ჩამოდიან უცხოელი მოხალისეები. წამოიდგინეთ ჩვენი სამშობლოს დასაცავად ჩამოდიან. დარწმუნებული ვარ ეს წარმატებული იქნება. ჩვენი ქვეყნის ისტორიის განმავლობაში, ჩვენ 2 მსოფლიო ომი, 3 ჰოლოდამორი, ჰოლოკოსტი, ბაბინ იარი, დიდი ტერორი, ჩერნობილის აფეთქება, ყირიმის ოკუპაცია და უკრაინის აღმოსავლეთ ნაწილში ომი გადავლახეთ.

aviabiletebi
ავიაბილეთები

ჩვენ არ გვაქვს ოკეანიდან ოკეანემდე გადაჭიმული ტერიტორიები, ასევე არ გვაქვს ატომური იარაღი. მსოფლიო ბაზარს ნავთობს და გაზს ვერ ვაწვდით, თუმცა ჩვენ ყველაზე ძვირფასი – ჩვენი ხალხი გვყავს და ჩვენი სამშობლო გვაქვს. ეს არის ჩვენი ოქრო და ამისთვის ვიბრძვით. ძალიან ბევრჯერ სურდათ მისი დაქუცმაცება, თუმცა ვერ შეძლეს. უნდოდა უკრაინა მიწიდან აღეგავათ, თუმცა ვერ შეძლეს. ზურგში გვესროდნენ, თუმცა მედგრად ვდგავართ.

უნდათ რომ გავჩუმდეთ, თუმცა ჩვენი ხმა მთელმა მსოფლიომ მოისმინა. ყველაფერი იმის შემდეგ რასაც უკრაინამ გაუძლო, თუ ვინმე იფიქრებს რომ ჩვენ გავტყდებით, დავნებდებით ან დავეცემით, მან ჩვენს შესახებ, მან უკრაინის შესახებ არაფერი არ იცის. ასეთ ადამიანს, აქ ჩვენს შორის არაფერი ესაქმება. ის უცხოა. წადი სახლში, რუსეთში და შენი რუსულენოვანი ხალხი დაიცავით. სხვაგან ნუ ეძებთ რუსულენოვან ადამიანებს, რუსეთშიც საკმარისი, 150 მილიონი გყავთ. აქ ჩვენთან კი დიდება უკრაინას.

 

მსგავსი სიტყვით, უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმერ ზელენსკიმ ომის მე-8 დღეს საკუთარ მოქალაქეებს და საზოგადოებას მიმართა.

იტვირთბა....