ახალი ამბები მსოფლიო უკრაინის ომი

ოკუპანტს ოდესის ხელში ჩაგდება უნდა, მაგრამ შავი ზღვის ფსკერს მიიღებენ – ზელენსკის მიმართვა

უკრაინული დასახლებული პუნქტების რაკეტებით დაბომბვა, მიანიშნებს იმაზე რომ მტერმა ღირებულს ვერაფერს მიაღწია. არცერთი სტრატეგიული მიმართულებით მტერს წარმატებები არ აქვს. კიევმა მორიგი სარაკეტო იერიშები მოიგერია. მტერს ჩვენი ქალაქების აღება უნდა, თუმცა ამას ვერ შეძლებენ. მტერს ოდესის ხელში ჩაგდება უნდა, თუმცა შავი ზღვის ფსკერს მიიღებენ. მტრის სამიზნე გახდა ხარკოვის, უსპენსკის მამათა უძველესი მონასტერი. მართლმადიდებლების წმინდა ადგილი. ამ ეტაპზე მონასტერი ხარკოველების თავშესაფარია.

წმინდა ადგილს ომის კვალი დაეტყო. რუსები ფიქრობენ რომ ღმერთი არ დასჯის. უფალი წამიერად არ პასუხობს ცოდვებს, თუმცა ხედავს და იცოდეთ რომ ამას ვერსად დაემალებით. არ არსებობს სამალავი, სადაც ღმერთს დაემალებით. ყველაფერს გავაკეთებთ რომ მონასტერს ომის კვალი არ დაეწყოს. უკრაინაში ყველა მონასტერი და ტაძარი რომ დაანგრიოთ, უკრაინელ ხალხს რწმენას მაინც ვერ წაართმევთ. რწმენას რომელიც უფლისა და უკრაინის მიმართ გვაქვს. განვაახლებთ თითოეულ შენობას, თითოეულ ქუჩას და თითოეულ ქალაქს.

 

ასე დაიწყო თავის მიმართვა უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ქვეყანაში ომის დაწყებიდან ზუსტად ერთ კვირაში.

იტვირთბა....