არსებობს ხველების სხვადასხვა ტიპი. ბავშვებში მწვავე ვირუსული ხველებისთვის დამახასიათებელია ხმამაღალი და მკვეთრი ტონალობა და მშრალი ხველებიდან რამდენიმე საათში სველ ხველებაში გადაზრდა. ვირუსულ ხველას თან ერთვის სიმპტომები: გამონადენი ცხვირიდან, სიცხის მომატება, სისუსტე, ჭირვეულობა, მოდუნება. ეს სიმპტომები სხვადასხვა დაავადებასთან ერთად, ახასიათებს პნევმონიასაც.
თუ ბავშვი ამ სიმპტომებს ავლენს, აუცილებლად მიმართეთ ექიმს, რადგან საჭირო წამლების დანიშვნა მხოლოდ სპეციალისტს შეუძლია. ვირუსული ხველისას კი შინაურ პირობებში მკურნალობა შესაძლოა გართულებებში გადაიზარდოს.