ახალი ამბები მსოფლიო უკრაინის ომი

რუსმა ოკუპანტებმა მოკლეს ექიმი, რომელსაც დაჭრილი ძმიშვილი კლინიკაში გადაჰყავდა

რუსებმა მოკლეს ექიმი, რომელსაც ძმიშვილი კლინიკაში გადაჰყავდა, – აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას, უკრაინის ჯანდაცვის მინისტრი, ვიქტორ ლიაშკო ავრცელებს.

მისი ინფორმაციით, დაღუპულია მარინა კალაბინა, რომელიც პედიატრიული კარდიოლოგიისა და კარდიოქირურგიის სამეცნიერო და პრაქტიკული სამედიცინო ცენტრის ანესთეზიოლოგი იყო.

“მის მანქანას ესროლეს, როცა დაჭრილი ძმისშვილი კიევის რაიონის სოფელ კუხარიდან საავადმყოფოში მიჰყავდა… დილით მივმართე რუს ექიმებს, დაგმონ ტირანის ქმედებები, გამოვიდნენ მოედნებზე ომის შეწყვეტის მოთხოვნით და მხარი დაუჭირონ კოლეგებს, უკრაინელ ექიმებს”, – წერს ლიაშკო.

ცნობისთვის, ხარკოვში რუსი ოკუპანტების დესანტი შევიდა და ამ დროისთვის ადგილზე ბრძოლა მიმდინარეობს.

იტვირთბა....