ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

მუსლიმი, რომელმაც ქრისტიანები ტერორისტებისგან დაიცვა, გარდაიცვალა

„ყველა მოგვკალით, ან დაგვტოვეთ“- ეს უთხრა კენიელმა მუსლიმმა, სალაჰ ფარაჰმა ტერორისტებს, როცა კენიაში მათ ის ავტობუსი გააჩერეს, სადაც ქრისტიან მგზავრებთან ერთად მუსლიმებიც ისხდნენ. ტერორისტები ამბობდნენ, რომ ისინი ქრისტიანი მგზავრების მოკვლას აპირებდნენ.

„მათ გვითხრეს, თუ მუსლიმები ხართ, მაშინ უსაფრთხოდ იქნებითო“ – იხსენებდა აწ უკვე გარდაცვლილი მუსლიმი. ფარაჰი და სხვა მუსლიმი მგზავრები ქრისტიანების დასაცავად  წინ აღუდგნენ ტერორისტებს და სიცოცხლე საფრთხეში ჩაიგდეს.

ფარაჰს ტერორისტებმა ესროლეს. შემთხვევიდან რამდენიმე კვირის განმავლობაში ის საავადმყოფოში იყო, თავს კარგად გრძნობდა, ჟურნალისტებს ესაუბრებოდა, მაგრამ ორშაბათს, ოპერაციის ჩატარებისას ფარაჰი გარდაიცვალა.

„ხალხმა ერთმანეთის გვერდით მშვიდობიანად უნდა იცხოვროს“ – თქვა მან გარდაცვალებამდე „ამერიკის ხმასთან“, – „ჩვენ ძმები ვართ, მხოლოდ რელიგია განგვასხვავებს. ამიტომ ვთხოვ ჩემ მუსლიმ ძმებს, იზრუნონ ქრისტიანებზე და ასევე ქრისტიანებს ვთხოვ იმავეს. დავეხმაროთ ერთმანეთს, რომ  ვიცხოვროთ მშვიდად.“

ქრისტიანებისთვის თავგანწირული მუსლიმის ცხედარი მის მშობლიურ ქალაქში გადაასვენეს და დაკრძალეს. მას ორსული ცოლი და ოთხი შვილი დარჩა.

 

წყარო: cnn

 

იტვირთბა....