აქციების მეექვსე დღე თბილისში – საქართველოს პარლამენტთან უკრაინის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს.
აქციის მონაწილეებს თან აქვთ უკრაინის მხარდამჭერი ბანერები და საქართველოსა და უკრაინის დროშები.
რუსთაველზე შეკრებილები არიან პოლიტიკური პარტიებისა და სამოქალაქო მოძრაობის წარმომადგენლებიც. ისინი ამ წუთებში აქციის მონაწილეებს სიტყვით მიმართავენ. მათი მოთხოვნაა საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის და მისი მთავრობის გადადგომაა.
მასშტაბური აქციის გამო, რუსთაველის გამზირზე საავტომობილო მოძრაობა გადაკეტილია.