ახალი ამბები მსოფლიო პოლიტიკა უკრაინის ომი

საქართველოში უკრაინის დროებითი რწმუნებულის ფუნქციას ანდრეი კასიანოვი შეასრულებს

ელჩის გაწვევის შემდეგ საქართველოში უკრაინის დროებითი რწმუნებულის ფუნქციას ანდრეი კასიანოვი შეასრულებს.

კასიანოვმა მედიასთან პირველი კომენტარი გააკეთა და ელჩის გაწვევის მიზეზებზე ისაუბრა:

ელჩის გაწვევას ჰქონდა 2 საკვანძო მიზეზი – პირველი არის საქართველოს მთავრობის პოზიცია სანქციებთან დაკავშირებით, რომელიც რუსეთის მიერ უკრაინაში ომის დაწყებასთან დაკავშირებით იყო დაწესებული და მეორე, ეს არის გადაწყვეტილების არ მიღება, რომელიც უკავშირდება მოხალისეების გაგზავნას უკრაინაში ჩვენი ჯარის დასახმარებლად. არსებობს კიდევ ძალიან ბევრი საკითხი, რომელიც უნდა იყოს განხილული ამ კონსულტაციების დროს,” – განაცხადა ანდრეი კასიანოვმა.

ცნობისთვის, უკრაინამ საქართველოდან ელჩი გაიწვია.

 

 

იტვირთბა....