ვოლოდიმერ ზელენსკიმ საქართველოდან უკრაინის ელჩი გაიწვია, – აღნიშნულის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი ვიდეომიმართვაში აცხადებს.

როგორც ზელენსკი აღნიშნავს, ელჩის გაწვევის მიზეზი, საქართველოდან მოხალისეების არ გაშვება და ქართული ხელისუფლების სანქციებთან დაკავშირებული ამორალური პოზიცია გახდა.

“რაც შეეხება ჩვენს დიპლომატებს, მათი ქმედებები გამართლებულია იმ სახელმწიფოების მიმართ, რომელებმაც თავიანთი სიტყვა და საერთაშორისო ნორმები დაარღვიეს. დაუყონებლივ კონსულტაციებზე გამოვიწვიეთ უკრაინის ელჩი ყირგიზეთიდან, რადგან ამ ქვეყანამ რუსული აგრესია გაამართლა. ასევე ვიძახებთ კონსულტაციებზე  უკრაინის ელჩს საქართველოდან, რადგან მოხალისეები არ გამოუშვეს, ასევე სანქციებთან დაკავშირებით ამორალური პოზიციის გამო”, – განაცხადა ზელენსკიმ.