ახალი ამბები მსოფლიო პოლიტიკა

ელისაშვილი: უკრაინას აქვს განცდა, რომ ზურგში მახვილი ჩავარტყით

უკრაინას ახლა აქვს განცდა, რომ ფეხი დავუდეთ და ლამის ზურგში მახვილი ჩავარტყით, – ასე გამოეხმაურა პარტია “მოქალაქეების” ლიდერი ალეკო ელისაშვილი საქართველოდან უკრაინის ელჩის გაწვევას.

მისივე თქმით, პრემიერმა ბოდიში უნდა მოიხადოს.

“მოსალოდნელი იყო, რომ უკრაინა, რომელიც ცეცხლის ალშია გახვეული და რომელიც გმირულად იგერიებს უდოს დამპყრობლებს, ძალიან მტკივნეულად აღიქვამდა იმ ფრაზას, რაც ღარიბაშვილმა თქვა. ჩვენი სახელმწიფო, არსებობის მანძილზე ასეთი თავლაფდასხმული არასდროს ყოფილა, რადგან არასდროს არ მიგვიტოვებია და არ გვიმუხთლია ჩვენი მოკავშირისთვის, ჩვენი ძმებისთვის და მეგობრებისთვის. უკრაინას ახლა აქვს განცდა, რომ ფეხი დავუდეთ და ლამის ზურგში მახვილი ჩავარტყით. ვინც ამ ყველაფერში შარში გაგვხვია ბატონმა ღარიბაშვილმა, ლაფი როგორც თავზე დაგვასხა თავზე, ახლა მაინც გადადგას ნორმალური ნაბიჯი, მოიხადოს ბოდიში და წავიდეს“, – განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.

ცნობისთვის, უკრაინამ საქართველოდან ელჩი გაიწვია.

იტვირთბა....