ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

თუ ვითარება გამწვავდება, უნდა შეწყდეს საერთაშორისო დაფინანსება – Bankwatch-ის დირექტორი საქართველოზე

Bankwatch-ის აღმასრულებელი დირექტორი, მარკ მარტინი ყირგიზეთსა და საქართველოში რუსული სტილის “უცხო ქვეყნის აგენტების” კანონებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

მარტინის თქმით, თუ სიტუაცია გაუარესდება, საერთაშორისო ფინანსურმა ინსტიტუტებმა უნდა შეაჩერონ საქართველოს სახელმწიფო სექტორის ნებისმიერი დაფინანსება.

“სამწუხაროდ, ვითარება უარესდება იმის გამო, რომ ყირგიზეთში უკვე მიიღეს კანონი “უცხოური წარმომადგენლების” შესახებ, საქართველოში კი ანალოგიური კანონი დამტკიცების მოლოდინშია.

თუ ვითარება ესკალაციას განაგრძობს, საერთაშორისო ინსტიტუტებმა შეუწყვიტონ დაფინანსებმა – Bankwatch-ის დირექტორი საქართველოზე

თუ ვითარება ესკალაციას განაგრძობს, ჩვენ მოველით, რომ EBRD, საერთაშორისო ფინანსურ ინსტიტუტებთან ერთად, ისეთთან, როგორიც არის აზიის განვითარების ბანკი და მსოფლიო ბანკი, ასევე, ორმხრივი სააგენტოები, გააძლიერებენ ზეწოლას და შეაჩერებენ როგორც სახელმწიფო სექტორის ნებისმიერ დაფინანსებას, რომელიც სარგებელს მოუტანს მთავრობას, ისე ნებისმიერი კერძო კომპანიის დაფინანსებას, რომლებიც დაკავშირებული არიან მმართველ პარტია ქართულ ოცნებასთან.

Bankwatch-ის გამოცდილებით, ნათელია, რომ სამოქალაქო საზოგადოება გადამწყვეტია საინვესტიციო პროექტების განხორციელებისას რისკების შემცირებისთვის, კორუფციის არიდებისთვის, საჯარო თანხების ბოროტად გამოყენების შემცირებისა და საზოგადოებისთვის სარგებლის გაზრდისთვის.

შესაბამისად, განვითარების ბანკების ინტერესებშია, უზრუნველყონ, რომ სამოქალაქო საზოგადოება განაგრძობს თავისი არსებითი როლის შესრულებას საინვესტიციო პროექტების წარმატებისა და მდგრადობისთვის” – წერია განცხადებაში.

Bankwatch ცენტრალური და აღოსავლეთ ევროპისა და კავკასიის რეგიონის 13 ქვეყანაში საჯაროდ დაფინანსებულ პროექტების მონიტორინგს ახდენს და ხელს უწყობს გარემოს დაცვის, სოციალური და ეკონომიკური მდგრადობის პროექტებს.

იტვირთბა....