ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

სვანეთში ავტოსაგზაო შემთხვევას ძმები ემსხვერპლნენ

ავტოსაგზაო შემთხვევას ზუგდიდი-მესტიის დამაკავშირებელ გზაზე ძმები ემსხვერპლა.

გავრცელებული ინფორმაციით, სოფელ ეცერის ტერიტორიაზე, მანქანა გზის სავალი ნაწილიდან მდინარეში გადავარდა.

სამძებრო-სამაშველო სამუშაოების შედეგად ორივე ცხედარი იპოვეს და სახლში გადაასვენეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 276-მუხლის მე-8 ნაწილით მიმდინარეობს.

📷: primetime.ge

იტვირთბა....