ახალი ამბები მსოფლიო უკრაინის ომი

რუსეთის პირობები უკრაინას – რას ითხოვს ოკუპანტი ცეცხლის შეწყვეტის სანაცვლოდ

რუსეთ-უკრაინას შორის მოლაპარაკებები შედგა – უკრაინული მედია საკუთარ წყაროზე დაყრდნობით წერს, როგორი პირობები აქვს რუსეთს უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტის სანაცვლოდ.

როგორც ცნობილია, უკრაინული მხარე რუსეთთან მოლაპარაკების დროს  ცეცხლის შეწყვეტასა და უკრაინის ტერიტორიიდან რუსული ჯარის გაყვანას ითხოვდა.

უკრაინული დიპლომატიის წყაროებმა მედიას რუსების მიერ წამოყენებული ზოგიერთი მოთხოვნა გააცნეს.

რას ითხოვს რუსეთი უკრაინასთან მოლაპარაკებებში:

  • რეფერენდუმით საპარლამენტო დონეზე დაფიქსირებული უკრაინის არაბლოკური სტატუსი (იგულისხმება ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსი);
  • უკრაინის მიერ  ORDLO-ს აღიარება, რომელსაც რუსეთი უწოდებს “LDNR”, დონეცკის და ლუგანსკის რეგიონების ადმინისტრაციულ ფარგლებში;
  • დენაციფიკაცია; (ნაციზმის აღმოფხვრა)
  • ყირიმი, რომლის დაბრუნებასაც უკრაინა ითხოვს, მომავალ შეთანხმებაში ფრჩხილებში უნდა მოხვდეს.

შეგახსენებთ, რომ დელეგაციაში შედიოდნენ ფრაქცია „ხალხის მსახურის“ თავმჯდომარე დავით არახამია, უკრაინის თავდაცვის მინისტრი ოლექსი რეზნიკოვი, პრეზიდენტის აპარატის უფროსის მრჩეველი მიხაილო პოდოლიაკი, უკრაინის დელეგაციის ხელმძღვანელის პირველი მოადგილე სამმხრივ საკონტაქტო ჯგუფში ანდრეი კოსტინი. ასევე დეპუტატი რუსტემ უმეროვი და უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე მიკოლა ტოჩიცკი.

შეგახსენებთ, 28 თებერვალს ბელარუს-უკრაინის საზღვარზე უკრაინასა და რუსეთს შორის მოლაპარაკებების პირველი რაუნდი გაიმართა . მათ შემდეგ მხარეები კონსულტაციებისთვის დედაქალაქში გაემგზავრნენ.

იტვირთბა....