ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

კობახიძე: მადლობა ქართველ ხალხს უკრაინელებისადმი განსაკუთრებული სოლიდარობისთვის

“ქართველ ხალხს მადლობა უნდა გადავუხადოთ უკრაინელებისადმი უპრეცედენტო სოლიდარობის მაგალითისთვის”, – ამის შესახებ “ქართული ოცნების” თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ პარლამენტის დღევანდელ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

“ვხედავთ, როგორ გულშემატკივრობს ქართველი ხალხი უკრაინელ მეგობარ ხალხს თავისუფლებისთვის ბრძოლაში. ჩვენს მეგობრობას აქვს ძალიან ხანგრძლივი ისტორია, ჩვენ უკრაინელებთან განსაკუთრებული ემოციური კავშირი გვაქვს და შესაბამისად, მათი ტკივილი, ბუნებრივია, განსაკუთრებულად გვტკენს გულს. სწორედ ამის გამოხატულებაა ის განსაკუთრებული სოლიდარობა, რომელიც აჩვენა ქართველმა ხალხმა და რა თქმა უნდა, ჩვენს საზოგადოებას, ხალხს განსაკუთრებული მადლობა უნდა გადავუხადოთ ამ სოლიდარობის უპრეცედენტო მაგალითისთვის”, განაცხადა კობახიძემ.                                          შეგახსენებთ, რუსეთი უკრაინაში 24 თებერვლის შემდეგ სრულმასშტაბიან ომს აწარმოებს.

იტვირთბა....