პარლამენტის უმრავლესობის წევრმა თამაზ მეჭიაურმა აქციის ერთ-ერთ მონაწილეს ხელი დაარტყა.
თბილისში ძველი პარლამენტის შენობასთან მოხდა. როგორც თავად მონაწილემ „მეტრონომის“ ჟურნალისტს განუცხადა, მეჭიარს დაუსტვინა და სწორედ ამან გააღიზიანა პარლამენტის საფინანსო საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე.
როგორც ჩვენი კორესპოდენტი იტყობინება, აქციაზე იმყოფება „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი ნიკა მელია, რომელიც ამ ინციდენტის მონაწილესთან ერთად ცდილობს აუხსნას პოლიციას აღნიშნული ფაქტი.
შეგახსენებთ, არასამთავრობო ორგანიზაციები აქციას მართავენ მარჯვენასაჭიანი მანქანების აკრძალვის წინააღმდეგ. ვიდეო მასალას აღნიშნული ფაქტის „მეტრონომი“ უახლოეს მომავალში მოგაწვდით.