ახალი ამბები მსოფლიო უკრაინის ომი

იოჰანისი: რუმინეთი უკრაინის, ასევე მოლდოვასა და საქართველოს EU-ში გაწევრიანებას მხარს უჭერს

რუმინეთი უკრაინის, ასევე მოლდოვასა და საქართველოს EU-ში გაწევრიანებას მხარს უჭერს, – აღნიშნულის შესახებ რუმინეთის პრეზიდენტმა, კლაუს იოჰანისმა “ტვიტერში” დაწერა.

მისივე თქმით, ევროკავშირის ამ პარტნიორების ადგილი ევროპულ ოჯახშია.

“რუმინეთი სრულად უჭერს მხარს უკრაინის, ასევე მოლდოვას რესპუბლიკისა და საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციას. ევროკავშირის ამ პარტნიორების ადგილი ევროპულ ოჯახშია და რუმინეთი ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ ეს რეალობად იქცეს”, – წერს პრეზიდენტი.

ცნობისთვის, უკრაინამ სწრაფი გაწევრიანების მიზნით ევროკავშირს ოფიციალურად მიმართა.

 

იტვირთბა....