უკრაინული მედიის ინფორმაციით, რუსმა ოკუპანტებმა ქალაქ ხერსონს ალყა შემოარტყეს, მოსახლეობა მტრის წინააღმდეგ იბრძვის.
დამპყრობლებმა ქალაქიდან გასასვლელებთან საგზაო ბლოკადები მოაწყვეს. კერძოდ – ხერსონის შუმენის მიკრორაიონში.
“წინა დღით დაბომბვის გამო, ანტონოვსკის ხიდის, კაზაკისა და ვესელოს მიდამოებში, ხერსონის გარეუბნებში მაცხოვრებლების ევაკუაცია განხორციელდა. რუსები მანქანებს ესვრიან და ხალხს ტელეფონებს ართმევენ”, – წერს მედია.
ერთ-ერთი ჟურნალისტი აცხადებს, რომ ისინი მთელს გარეუბნებში არიან. ხერსონის მაცხოვრებლები ცდილობენ მათ შეებრძოლონ…გზების გადაკეტვას ცდილობენ. გუშინ უკვე რთული იყო მაღაზიებში საკვების მიტანა, რადგან საწყობები ქალაქგარეთ არის, მაგრამ პირველადი საჭიროების ნივთები აქვთ.
მისივე თქმით, წუხელ მტერმა სოფელ ჩერნობაევკაში საცხოვრებელ კორპუსებს ჭურვები ესროლა და დააზიანა. თავად რაიონულ ცენტრში არის დენი, წყალი და გათბობა – მუშაობს ქალაქის მუნიციპალური სამსახურები.