უკრაინის შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმირ პუტინი ურალში, ბუნკერში იმყოფება.
“არსებობს ინფორმაცია, რომ კრემლის ხელმძღვანელი ვლადიმერ პუტინი ცოტა ხნის წინ ურალის ბუნკერში იმყოფებოდა”, – ამის შესახებ ტელეკომპანია „რადას“ ეთერში უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის მრჩეველმა ვადიმ დენისენკომ განუცხადა.
“მე-5 დღეა პუტინი თავის ბუნკერშია, ურალში… ის, რომ ბუნკერშია, 100%-ით სიმართლეა.
ბოლო ორი წელი ის ბუნკერში იყო, რადგან ეშინოდა მომაკვდინებელი კორონავირუსით დაინფიცირების. ახლა მას ახალი პარანოია აქვს. ახლა ის, როცა ხვდება, რომ უკრაინის ომის თავგადასავალი წარუმატებელია”, – განაცხადა დენისენკომ.