ახალი ამბები მთავარი

საქართველოში მალე თანამედროვე ამერიკული ტანკები Abrams გამოჩნდება

მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე თანამედროვე საბრძოლო ამერიკული ტანკები ABRAMS-ი საქართველოში პოლიგონებზე მალე გამოჩნდება. ინფორმაცია თავდაცვის მინისტრმა თინა ხიდაშელმა გაავრცელა. აშშ-სგან საქართველო ტანკების გარდა სხვა დახმარებასაც მიიღებს. ამერიკული ტანკების გამოჩენამდე ქვეყნის მთავარ პოლიგონებზე რამდენიმე საერთაშორისო წვრთნა ჩატარდება.

Abrams -ის წარმოება ამერიკაში 1978 წელს დაიწყეს და მას შემდეგ ის ამერიკის ძირითად საბრძოლო ტექნიკას წარმოადგენს. ტანკის განახლება პერიოდულად ხორციელდება.

იტვირთბა....