ყველა უკრაინაში წამომსვლელი საელჩოში მიდით, – აღნიშნულის შესახებ უკრაინაში ქართული ლეგიონის მეთაურმა მამუკა მამულაშვილმა სოციალურ ქსელში დაწერა.
მისივე თქმით, მათი საკოორდინაციო ჯგუფი ზის საელჩოში.
“ყველა წამომსვლელი უკრაინის საელჩოში მიდით დღეს 16:00 საათამდე ჩვენი საკოორდინაციო ჯგუფი ზის საელჩოში”, – წერს მამულაშვილი.
შეგახსენებთ, რომ უკრაინის დელეგაცია რუსეთთან მოსალაპარაკებლად პრიპიატში ჩავიდა
ცნობისთვის, უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილე, ანა მალიარის ინფორმაციით, დაიღუპა 5 300 რუსი ჯარისკაცი, განადგურდა თითქმის 200 რუსული ტანკი.
უკრაინის პრეზიდენტმა, ვლადიმერ ზელენსკიმ, დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრთან, ბორის ჯონსონთან საუბრისას განაცხადა, რომ ბოლო 24 საათი უკრაინისთვის გადამწყვეტი იქნება.