საქართველოს პარლამენტთან, მეოთხე დღეა, უკრაინის მხარდასაჭერად და რუსეთის ქმედებების გასაპროტესტებლად რიგითი მოქალაქეები, სამოქალაქო აქტივისტები და პოლიტიკოსები იკრიბებიან. ქუჩაში გამოსულ ასობით ადამიანს ხელში უკრაინისა და საქართველოს დროშები, ასევე, უკრაინის მხარდამჭერი და ანტიპუტინისტური ბანერები უჭირავთ და უკრაინელ ხალხს შეძახილებით ამხნევებენ. სწორედ ოთხი დღეა, რაც რუსეთი უკრაინაში სრულმასშტაბიან ომს აწარმოებს.
იტვირთბა....